პირველი ტესტ მატჩი მესხის სტადიონზე

31 მაისს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის განახლებულ მესხის სტადიონზე პირველი ტესტ მატჩი გაიმართა. სატესტო შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, დინამო თბილის 2-ის და ბოლნისის სიონის მონაწილეობით შედგა. უეფას წარმომადგენლებთან ერთად, 5 ივნისის ჩათვლით, როგორც მესხის სტადიონზე, ისე რამაზ შენგელია არენაზე კიდევ რამდენიმე ტესტ მატჩი გაიმართება, სადაც შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები და საოპერაციო სისტემა გამოიცდება.  უეფას 21-წლამდე ევროპის […]

26 მაისი – ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველის გამზირზე

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.  სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც თბილისამდე ბათუმსა და ქუთაისსში იმოგზაურა. მსურველებს ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოსთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლოთ. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, დაესწრო და ბავშვებთან ერთად საფეხბურთო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. […]

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.  ქუთაისში, ინფრასტრუქტურა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ბათუმში, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და […]

თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან  ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. დათვალიერების პროცესს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]

მემორანდუმი საქართველოს ბანკთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი  მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.  „მოხარული ვარ, რომ ჩვენ მთავარ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდა და საქართველოს ბანკი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის მხარდამჭერი […]

ევროპის ჩემპიონატის თასი Sport Fest 2023-ზე

20-21 მაისს, ექსპო ჯორჯიაში საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ფესტივალი, SportFest 2023 ტარდება.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონშია წარმოდგენილი, სადაც გულშემატკივრებს ზაფხულში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემიონატის თასის ხილვა და ტურნირის მთავარ სიმბოლოსთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება შეუძლიათ. ღონისძიების პირველ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და ევროპის ჩემპიონატის შესახებ […]

სტიუარდთა მიღება გრძელდება

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სტიუარდთა მიღება წარმატებით მიმდინარეობს. ბათუმში, სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა. სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით მიეწოდათ. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.   შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სტიუარდთა სამსახური ანაზღაურებადია.  სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის […]

თბილისში უეფას უსაფრთხოების სემინარი გაიმართა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების სემინარი დასრულდა. უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით გამართული სემინარი, რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა. მათ შორის, სტიუარდებისთვის, შსს-ს წარმომადგენლებისთვის და ერთობლივი ტრენინგისგან, რომელიც ტურნირის პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს.  სემინარი მიზნად ისახავდა საფეხბურთო მატჩებვზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და […]

მემორანდუმი მაკდონალდს საქართველოსთან

4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკდონალდს საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მაკდონალდსი UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა.  მემორანდუმს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და მაკდონალდს საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში,  ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნება სპეციალური მენიუ. ასევე, მაკდონალდსის აპლიკაციაში ერთგულ მომხმარებლებს  ჩემპიონატის თემატიკით სპეციალური თამაში დახვდებათ. […]

თბილისში უეფას უსაფრთხოების სემინარი მიმდინარეობს

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით, 1 მაისიდან, თბილისში უსაფრთხოების ოფიცრებისთვის, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისთვის და სტიუარდებისთვის სემინარი მიმდინარეობს.  სემინარს ასევე ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.    ღონისძიება მიზნად ისახავს საფეხბურთო მატჩებზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი […]