თბილისში უეფას უსაფრთხოების სემინარი მიმდინარეობს

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, უეფას ორგანიზებით და NFIP Network-ის ჩართულობით, 1 მაისიდან, თბილისში უსაფრთხოების ოფიცრებისთვის, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებისთვის და სტიუარდებისთვის სემინარი მიმდინარეობს. 

სემინარს ასევე ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.   

ღონისძიება მიზნად ისახავს საფეხბურთო მატჩებზე ხალხის მასის უსაფრთხოების მართვის პრინციპებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას, უსაფრთხოების და მომსახურებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადაჭრას და სფფ-სა და მისი პარტნიორებისთვის ტურნირისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერას. 

სემინარის დასკვნითი მოდული სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. 

თბილისში მიმდინარე სემინარის მუშაობაში უეფას წარმომადგენლები სტეფენ ფურნჰემი, ფრანკ ვინველდი, ლუკაშ ნალევაი, ქეით ედი, კრის ბეიკერი, ვიქტორაი ვონ დოდერერი, ჩანტალ ჰექტორსი, იუჰა კარჯალაინენი, ზელკო პავლიცა და NFIP Network-ის ხელმძღვანელი ადრიან დინკა მონაწილეობენ.

სემინარი 5 მაისს დასრულდება და კურსის მსმენელები უეფას სერტიფიკატებს მიიღებენ.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ