დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. 

ქუთაისში, ინფრასტრუქტურა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ბათუმში, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო. ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, ქუთაისის შენგელიას არენას და საწვრთნელ სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი  საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები,  ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. 

ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ყველა სტადიონისთვის, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა და  შეასრულეს. 

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.  ტურნირისთვის მზადების ფარგლებში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელიც ტურნირის შემდეგ დარჩება საქართველოში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაში. 

მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს, რომელიც პირველად ითამაშებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. გახსნით მატჩში, პაიჭაძის სტადიონზე პორტუგალიას დავუპირისპირდებით და იმედი მაქვს, რომ პლეი-ოფში უკვე ქუთაისსა და ბათუმში იქნება ჩვენი ნაკრების თამაშები.

გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო მაქსიმალური ჩართულობისკენ. ათასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც ჩართული იქნება ტურნირის საორგანიზაციო საქმიანობაში, საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს. ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ამ ჩემპიონატის მასპინძლობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დასამახსოვრებელი და სანიმუშო ტურნირის მასპინძლები ვიყოთ”.

ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): „“5 სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია სრულდება დასავლეთ საქართველოში. ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და თანმდევი აუცილებელი ინფრასტრუქტურით.  შესაბამისად, ტესტირებების დასრულების შემდეგ,  ქუთაისს ექნება უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიის სტადიონი, სადაც ნებისმიერი დონის მატჩის გამართვა იქნება შესაძლებელი.ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას“

არჩილ ჩიქოვანი (ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი): „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ქალაქ ბათუმში შენდება მოედნები, რომელიც უმასპინძლებს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს. აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აჭარის მთავრობის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ბათუმში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარდა. 

წარმატება მინდა ვუსურვო ყველა ადამიანს, სპორტსმენებს, სპორტის მოყვარულებს. დარწმუნებული ვარ, ქალაქი ბათუმი წარმატებით უმასპინძლებს უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს.     

ფოტოგალერეა

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ