სიახლეები

სერბეთი - საქართველო 1:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური მატჩი სერბეთში გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სერბეთთან 1:0 დამარცხდა. მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა და ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პრიოვიჩმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი პირველ ადიგლზე დაასრულა და მომავალ წელს რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზე ითამაშებს.

დ ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა უელსი-ირლანდია 0:1 მოლდოვა-ავსტრია 0:1 კარდიფში გამარჯვების შემდეგ, ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

სერბეთთან მატჩი, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე შეაფასა. ვლადიმირ ვაისი:

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო სლავოლიუბ მუსლინს, ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდია და შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა. ასეთ სიტუაციაში ბოლო ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია, მაგრამ მათ გაიტანეს გოლი და მოიგეს. ჩვენმა გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაში გვჭირდება, რადგან გოლის გარეშე ვერ მოვიგებთ და შესაბამისად ვერც ქულებს მოვიპოვებთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

ჩვენ რთულ თამაშს ველოდით. სერბეთს ბევრი გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. დუშან ტადიჩი თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასთან ერთად ამ გუნდში მატიჩი, კოლაროვი და სხვა მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ამ თაობის წარმომადგენლებისთვის ბოლო შანსი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად და აქედან გამომდინარე ყველამ იცოდა, რომ რთული თამაში გვექნებოდა. პირველ ნახევარში ტადიჩი, მიტროვიჩი და სხვა მოთამაშეები ნერვიულობდნენ რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, ნახევარდაცვაში ორგანიზებულად ვითამაშეთ. სერბეთმა კონტრშეტევიდან გაგვიტანა, მაგრამ ის ჩვენზე უკეთესი გუნდია და ნერვიულობის მიუხედავად, სამი-ოთხი კარგი მომენტი ჰქონდა. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი მეკარე შესანიშნავი იყო და მსურს მთელს გუნდს მადლობა გადავუხადო. იმიტომ, რომ ისინი საკვალიფიკაციო ეტაპის თითოეულ თამაშში 100 პროცენტზე მეტად იხარჯებიან.

ფეხბურთელები რომელსაც დღეს შანსი მივეცი კარგად ითამაშეს. რაც შეეხება ჩემს მომავალს საქართველოს ნაკრებში. მე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი გუნდის კაპიტანზე,რომ მას ყურადღება მიაქციონ კლუბებმა, ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნებაა, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშნველოვანი მოთამაშე, მაგრამ ამჯერად კლუბის გარეშეა. ის ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია, მაგრამ დაუჯერებელია,რომ ის ამჯერად კლუბში არ თამაშობს, ჩემი კარიერის მანძილზე ის ნამდვილად ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი.


სერბეთი - საქართველო 1:0

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივნოვიჩი, ა. მიტროვიჩი (77’ მილივოიევიჩი), ტადიჩი (89’ კოსტიჩი), კოლაროვი, ტოშიჩი, ნიკოლა მაკსივომოვიჩი, მატიჩი, ლიაიჩი (61’ პრიოვიჩი)

სათადარიგო შემადგენლობა: იოვანოვიჩი, რაიოკოვიჩი, ობრადოვიჩი, ნასტასიჩი, ნემანია მაკსიმოვიჩი, ს. მიტროვიჩი, გაჩინოვიჩი, მილუნოვიჩი, ველიკოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

საქართველო: მაკარიძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი, ქვილითაია (78’ მერებაშვილი), გვილია, აბურჯანია (82’ დვალიშვილი), ჯიღაური (86’ ჰუფნაგელი), კაკაბაძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, კვერკველია, კვეკვესკირი, ჭანტურია, დვალი, შერგელაშვილი, სხირტლაძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პაველ გილი (პოლონეთი), კონრად საპელა (პოლონეთი), მარცინ ბორკოვსკი (პოლონეთი), პაველ რა
კოვსკი (პოლონეთი)

გაფრთხილება: 19’ ქვილითაია, 43’ მატიჩი, 70’ ნიკოლა მაკსიმოვიჩი, 75’ პრიოვიჩი, 86’ გვილია

გოლი: 1:0 პრიოვიჩი (74)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის სატურნირო ცხრილი

    გგ გმ +/-
1 სერბეთი 10 6 3 1 20 10 10 21
2 ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
3 უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
4 ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
5 საქართველო 10 0 5 5 8 14 -6 5
6 მოლდოვა 10 0 2 8 4 23 -19 2