სიახლეები

U21 საქართველო - ხორვატია 2:2

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხორვატიასთან მატჩით დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩვენი ჯგუფის ლიდერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ 2:2- დასჯერდა.

ეს
შეხვედრა ხორვატებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ქულები დაკარგეს.

შეხვედრა, რომელიც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, გიორგი პაპუნაშვილის ულამაზესი გოლით გაიხსნა. მეტოქემ ტაიმის მიწურულს შეძლო გათანაბრება, რასაც ნიკა კაჭარავამ მეორე ტაიმში უპასუხა. ანგარიში 2:1 დიდხანს არ შენარჩუნებულა - სტუმრებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

საქართველო
U21 - ხორვატია U21 2-2

ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“

საქართველო U21: კუპატაძე, ჩაბრაძე, უბილავა (21’ თევზაძე), ტაბიძე (77’ მარგველაშვილი), ცინცაძე, გვილია (69’ გოროზია), პაპუნაშვილი, კაჭარავა, კიტეიშვილი, ცნობილაძე, ხარაიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ხორვატია U21:
ლივაკოვიჩი, ბარტოლეცი, მილიჩი, ჩალეტა-კარი, პერიჩი, ვლაშიჩი, როგი, ჩორიჩი (62’ კროვინოვიჩი), პავიჩიჩი (76’ საპანი), ტუდორი (57’ ბრეკალო), პერიცა

მთ. მწვრთნელი: ნენად გრაჩანი

მსაჯები: ივაილო სტოიანოვი, ივო კოლევი, გეორგი დოინოვი, გეორგი კაკაბოვი

გაფრთხილება: 42’ ცნობილაძე, 60’ როგი, 63’ ცინცაძე, 65’ ჩალეტა-კარი, 71’ გოროზია

გოლები: 1-0 პაპუნაშვილი (1), 1-1 პერიცა (43), 2-1 კაჭარავა (50), 2-2 პერიცა (61)