სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. 

B ლიცენზიის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, შევსოთ B ლიცენზიის სარეგისტრაციო ფორმა. A ლიცენზიის კურსზე რეგისტრაციისთვის კი, გთხოვთ, გამოიყენოთ აღნიშნული ბმული. კურსებზე რეგისტრაცია 3 სექტემბერს დასრულდება. 

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. კურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ადგილზე წარმოადგინოთ ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.