სარეგისტრაციო ფორმები

PRO ლიცენზიის კურსი

უეფა-ს „PRO“ ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები

  • ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
  • უეფა-ს მოქმედი „A“ ლიცენზია
  • მთავარ მწვრთნელად პროფესიონალურ ან სამოყვარულო საფეხბურთო დონეზე, მთავარ მწვრთნელად ელიტურ ახალგაზრდულ დონეზე (U19) ან დამხმარე მწვრთნელად პროფესიონალურ საფეხბურთო დონეზე A ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ ერთი წლის სამუშაო სტაჟი.
  • CV
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ

* გასაუბრების შემდგომ, კურსე დაშვების შემთხვევაში, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი

* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.