საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პაიჭაძის სტადიონზე გამართავს

საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, 2023 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1 ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში, პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე […]
“სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში” – უეფას კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

უეფას კამპანია “სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში” ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის მასპინძელ ქალაქებში მიმდინარეობს. გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე საქართველოსა და რუმინეთში კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. კამპანიის როლსა და მნიშვნელობაზე უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ორგანიზაციის მდგრადობის დირექტორი – მიქელე უვა ესაუბრა. რა არის კამპანიის “სუფთა ჰაერი, უკეთესი თამაში” მიზანი და რატომ გადაწყვიტეთ მისი ხელახლა გაშვება წელს? კამპანია თავდაპირველად 2021 […]
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო. 24 ივნისს, საქართველოში A ჯგუფის მატჩები გაიმართა. პაიჭაძის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. სტუმართა მხრიდან მაქსიმ დე კუიპერის და ლარჯი რამაზანის გოლებს, მეორე ნახევარში ზუსტი დარტყმებით გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს. საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე უეფას 21-წლამდე […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა. საქართველოში მიმდინარე A და C ჯგუფებს, საქართველოს და ინგლისის ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის გახსნით შეხვედრაში პორტუგალიას სძლია, ხოლო ინგლისმა – ჩეხეთი დაამარცხა. A ჯგუფის მეორე მატჩი, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო C ჯგუფში, გერმანიის და ისრაელის მატჩი დასრულდა ფრედ – […]
ინგლისის გამარჯვება ბათუმში და ფრე ქუთაისში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღის მატჩებს, საქართველოში ბათუმმა და ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც C ჯგუფის მატჩები გაიმართა. ბათუმი არენაზე ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთს 2:0 მოუგო. აგნარიში 47-ე წუთზე ჯეიკობ რემზიმ გახსნა, ემილ სმიტ როუმ კი საბოლოო შედეგი 94-ე წუთზე დააფიქსირა. დაძაბული მატჩი შედგა ქუთაისში, შენგელია არენაზე, სადაც გერმანიის და ისრაელის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს და […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში A ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. პაიჭაძის სტადიონის, სადაც ტურნირის გახნის ცერემონია გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში გოლები გიორგი გაგუას და საბა საზონოვის ანგარიშზეა. მატჩის დაწყებამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე აქტივობები გაიმართა. შესვენებისას კი, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გულშემატკივრებმა პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, Bedford Falls-ის გამოსვლა იხილეს. სათამაშო დრის მეორე […]
‘Cleaner Air, Better Game’ – უეფას საერთაშორისო კამპანია ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, განახლდა უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. კამპანიის ფარგლებში, ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. დაახარისხე ნარჩენები უეფამ რვავე სტადიონს და […]
შეხვედრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან

3-6 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები ტურნირის მასპინძელ სტადიონებზე შედგა, სადაც სტადიონების დათვალიერების შემდეგ, მოხალისეებს მატჩებთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევა 18 იანვრიდან 10 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატისთვის სამასამდე მოხალისე შეირჩა. მოხალისეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მოხალისეთა სარეზერვო სიაში. 2023 […]
განახლებული ინფრასტრუქტურა პრემიერ-მინისტრმა გახსნა

საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან დავით მუჯირთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან დავით ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. მესხის სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი […]
21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო საბოლოო 23-კაციან განაცხადს მთავარი მწვრთნელი 16 ივნისს წარადგენს. სიაში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და 5 ივნისიდან კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადება. ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, რომლებიც 21-წლამდე გუნდის ევროპის […]