‘Cleaner Air, Better Game’ – უეფას საერთაშორისო კამპანია ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, განახლდა უეფას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. კამპანიის ფარგლებში, ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.

ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.

დაახარისხე ნარჩენები

უეფამ რვავე სტადიონს და სავარჯიშო ცენტრს გადასცა „გადამუშავების კონტეინერები“ გუნდებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, გულშემატკივრებისთვის, მოხალისეებისთვის და პერსონალისთვის, რათა ჩემპიონატში ჩართულმა პირებმა მონაწილეობა მიიღონ ნარჩენების დახარისხებაში. ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და გადამწყვეტ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებაზე. ნარჩენების დახარისხებამ შეიძლება შეამციროს დაკავშირებული ემისიები 45 კგ-დან 3 კგ CO2-მდე.

აირჩიე ეკოლოგიური ტრანსპორტი

მაყურებელს, პერსონალს, მოხალისეებს და გუნდებს მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიური ტრანსპორტის არჩევით შეუძლიათ. უეფამ და მასპინძელმა ფედერაციებმა სოციალური მედიის გამოწვევის საშუალებით, შეიმუშავეს აქტივობები ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენების წახალისებისთვის. გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონებზე ეკოლოგიური ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან, შეუძლიათ გამოაქვეყნონ სურათები სოციალურ მედიაში #CleanerAirBetterGame კამპანიის ჰეშთეგით.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში უეფა მასპინძელ საქართველოსა და რუმინეთში ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. კამპანია გავრცელდება  ჩემპიონატის მასპინძელ ხუთივე ქალაქში. დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ ოფიციალური არხების საშუალებით გავრცელდება.

21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კამპანიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ