უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა.

საქართველოში მიმდინარე A და C ჯგუფებს, საქართველოს და ინგლისის ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის გახსნით შეხვედრაში პორტუგალიას სძლია, ხოლო ინგლისმა – ჩეხეთი დაამარცხა. A ჯგუფის მეორე მატჩი, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო C ჯგუფში, გერმანიის და ისრაელის მატჩი დასრულდა ფრედ – 1:1.

B ჯგუფში, პირველი ტური წარმატებული ესპანეთის და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებებისთვის გამოდგა. ესპანეთის ნაკრებმა ტურნირის თანამასპინძელი რუმინეთი დაამარცხა დიდი ანგარიშით (3:0), ხოლო უკრაინამ ხორვატიას სძლია.

D ჯგუფში ლიდერობას შვეიცარია და საფრანგეთი იყოფენ. შვეიცარიის ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ნორვეგიას მინიმალური სხვაობით (2:1) სძლია, საფრანგეთმა კი, ამავე ანგარიშით იტალიის 21-წლამდე ნაკრებს სძლია.

საქართველოში გასამართი მეორე ტურის მატჩები:

გულშემატკივართა საყურადღებოდ: საქართველო – ბელგიის მატჩის დღეს, 24 ივნისს, პაიჭაძის სტადიონზე სალაროები არ იმუშავებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზე და 10:00-დან 18:00-მდე მესხის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ