სიახლეები

კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების ოფიციალური ვიზიტი სფფ-ში

სფფ
გაუზიარე

22 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების დელეგაცია ესტუმრა.

შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, კანადის, აშშ-ისა და მექსიკის მიერ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო მასპინძლობაზე გაკეთებული განაცხადი დეტალურად გააცნეს და მსოფლიო თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრეს.

გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივარი, დავით მუჯირი, ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ. გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტიდან კი, კანადის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სტივ რიდი, ამავე ფედერაციის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სანდრა გეიგი, აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბრაიან რემედი და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინიგო რიესტრა.