სიახლეები

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში შეიკრიბება, სადაც საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის. ჩვენი გუნდი 1 ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება. ავსტრიიდან ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. 5 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ჩაატარებს.

უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩით გაიხსნება.