სიახლეები

17-წლამდელებმა პოლონეთთან ფრით დაიწყეს

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.
გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას - ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.
მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79).