სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2017 წლის აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთადერთი საკითხი - .. „ზესტაფონისშესახებ. დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, არაერთი მოწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბზესტაფონისპრეზიდენტი ილია კოკაია.შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.

"დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. „ზესტაფონს“, ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება. როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე. კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად ზესტაფონის საკითხის განსახილველად. ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი,რომ მას მართლაც აღელვებდა ზესტაფონის საკითხი, თუმცა ის სამწუხაროდ არ გამოცხადდა. პირველ რიგში მიმაჩნია,რომ ეს არის უპატივცემულობა , რადგან აღმასკომი კონკრეტულად ზესტაფონის თემაზე შეიკრიბა. ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია,რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, ზესტაფონის გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს დაბრუნდეს ფეხბურთში,”-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.