სიახლეები

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანის  ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაშია განთესილი. ერთა ლიგის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს ჩატარდება.