სიახლეები

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი დაასახელა,რომელიც უახლოესი ორი მატჩისთვის მოემზადება. საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს, 17 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსს შეხვდება. 13 ნოემბერს, 18 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), 

ამ დროისთვის კიდევ  რვა ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი,რუსეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), მათე ვაწაძე (სილკებორგი, დანია).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბება.