24 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 21-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას გიორგი ნემსაძის გუნდი ფლობდა. შეხვედრის 71-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო არბიტრმა მოედნიდან ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა, მაგრამ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ევრო 2018-ის შესარჩევი რაუნდის მომდევნო შეხვედრას ქართველი 17-წლამდელები მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვია U17 - საქართველო U17 0:1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ლატვია U17: დუბოდელოვსი, ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინში, ვარსლავანსი, ვილერსი, მაგრინსი, კრიუკოვიჩსი (55’ კალნინში), სიდოროვსი (26’ ვილიუმსონსი), ფედოროვიჩსი, კირკილსი
სათადარიგო შემადგენლობა: სოროკინსი, გრიგორიევსი, ჟურავლიოვსი, ილინსი, ბამბალსი, სილვესტროვსი, კარტიშოვსი
მთავარი მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი
საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია (71’ შვარცი), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (80+2’ ჯანგველაძე), დავითაშვილი, აბზიანიძე (54’ შალიკაშვილი), მექვაბიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, ბაქრაძე, ლომთაძე, ლორდქიფანიძე, გაგუა, მოისწრაფიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მსაჯები: რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი), იაშარ აბასოვი (აზერბაიჯანი), კარელ დე როკერი (ბელგია), ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია)
გაფრთხილება: 27’ მაგრინსი, 44’, 71’ ჩოთალიშვილი ჩოთაშვილი, 59’ გულიაშვილი, 61’ აზაროვი, 61’ ვილიუმსონსი
გაძევება: 71’ ჩოთალიშვილი
გოლი: 0:1 კვარაცხელია (21)
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ იტალიის 17-წლამდე ნაკრები მონტენეგროს შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა მეტოქე. იტალიელები მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს 15:00 საათზე ლატვიის წინააღმდეგ კვლავ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართავენ.
იტალია U17 - მონტენეგრო U17 3:0
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“
იტალია U17: რუსო, ბარაზეტა, მიკელოტი, ლეონე, არმინი, სერპე, გიაბუა, ვერგანი, რიკარდი (70’ კორტინოვისი), გრეკო (59’ გისლანდი), ფაგოლი (76’ ტონინი)
სათადარიგო შემადგენლობა: გელმი, პონსი, ბუა, ივერუ, სანდრი, პეტრელი
მთავარი მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა
მონტენეგრო U17: რადულოვიჩი, მიკიჩი (77’ დრინჩიჩი), პუპოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, ვუკჩევიჩი, ბოჟოვიჩი, კრივოკაპიჩი (42’ დინოსა), ვუკოტიჩი, ვუკჩევიჩი (59’ მუდრეშა), გასევიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: ჟივანოვიჩი, რადენოვიჩი, ვუიანოვიჩი, მუზუროვიჩი, შიმუნი, დუბლიევიჩი
მთავარი მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი
მსაჯები: გლებ ნიბერგი (შვედეთი), ფრედრიკ კლივერი (შვედეთი), ლევან ვარამიშვილი (საქართველო), გიორგი კიკაჩეიშვილი (საქართველო)
გოლები: 1:0 რიკარდი (16), 2:0 ფაგოლი (18), 3:0 გისლანდი (74)
გაუზიარე