სიახლეები

საქართველოს ნაკრების ორი ამხანაგური მატჩი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლებს. მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს  ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.