სიახლეები

საქართველოს თასი - გუნდები ნახევარფინალისთვის დაწყვილდნენ

გაუზიარე

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, დავით მუჯირთან ერთად საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრების მეკარე, მარიამ კომლაძე მონაწილეობდა. 

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

იმერეთი - ჩიხურა
ტორპედო - დინამო თბ

ნახევარფინალური შეხვედრები 1 ნოემბერს გაიმართება. ფინალისტები კი, ტრადიციულად ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.