სიახლეები

2018 FIFA QUALIFIERS: საქართველოს ნაკრები მერვე მატჩს ავსტრიაში გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრას ავსტრიაში ჩაატარებს. ვენაში ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრება. ავსტრიის დედაქალაქში წასვლამდე, ჩვენმა გუნდმა თბილისში აღდგენითი ვარჯიში გამართა. მატჩისწინა ბოლო ვარჯიში, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე შედგება.

4 სექტემბრის განრიგი - ერნსტ ჰაპელის სტადიონი

19:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება თავისუფალია აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის)

საქართველოს ნაკრები ვენაში 25 ფეხბურთელით გაემგზავრება:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

შეგახსენებთ,რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფში მეშვიდე ტურის მატჩები 2 სექტემბერს გაიმართა:

საქართველო-ირლანდია 1:1
სერბეთი-მოლდოვა 3:0
უელსი-ავსტრია 1:0

ავსტრიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.