6 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მიუხედავად რამდენიმე რეალური მომენტისა პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა და საბოლოოდ, გამარჯვების მომტანი გოლის გატანა ინგლისელებმა შეძლეს. 84-ე წუთზე ბენ ბრერეტონმა მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
ინგლისი U19 1:0 ჰოლანდია U19
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ინგლისი U19: რემსდეილი, სტერლინგი, ჯ. დასილვა, ედანი, ჩალობა, სულიმანი, ბაკლი-რიკეტსი (90’ პ. დასილვა), დოზელი, მაუნთი (77’ ედვარდსი), სესენიონი, ნმეჩა (72’ ბრერეტონი)
სათადარიგო შემადგენლობა: ტროტი, ჯონსონი, მედოქსი, ჯეიმსი
მთავარი მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ჰოლანდია U19: ბილოუ, დეკერი, ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, კოპმეინაში (85’ კონგოლო), პიროე (8’ გროტი), კადიოღლუ, დილროსუნი, ბაკბოორდი, ნუნელი (57’ ლანგი)
სათადარიგო შემადგენლობა: პაესი, ზვარტიენსი, ლონვიიკი, კემპერი
მთავარი მწვრთნელი: მარტენ სტეკელენბურგი
მსაჯები: დავიდე მასა (იტალია), ტიბო ნიისენი (ბელგია), დენის რეჩა (ალბანეთი), გიორგი ვადაჭკორია (საქართველო)
გოლი: 1:0 ბრერეტონი (84)
ჯგუფის მეორე შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ბულგარეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. მატჩი გერმანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მათი მხრიდან გოლები ამენიდომ, გიულმა და ფრიდემ გაიტანეს. გერმანელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
გერმანია U19 3:0 ბულგარეთი U19
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
გერმანია U19: ბანსენი, ბუსამი, ფრანკე, გიული (80’ ავოუჯა), ჩაბოტი, გეგერი, ბარკოკი (71’ ბაკუ), ფრიდე, ამენიდო (76’ რაუმი), ჰაცკი, საგლამი
სათადარიგო შემადგენლობა: შუბერტი, გიოცე, ვარშევსკი
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ კრამერი
ბულგარეთი U19: ნაუმოვი, ა. ჰრისტოვი, ლიასკოვი, გენჩევი, ნაიდენოვი (70’ სტამატოვი), იანევი, იორდანოვი, რუსევი, პ. ჰრისტოვი, კრასტევი (82’ ივანოვი), ტილევი (21’ დობრევი)
სათადარიგო შემადგენლობა: შეიტანოვი, კლიმენტოვი, კოვაჩევი, დიმიტროვი
მთავრი მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
მსაჯები: სერგეი ლაპოჩკინი (რუსეთი), ბალაშ ბუჟასი (უნგრეთი), გრემ სტიუარდი (შოტლანდია), ოლა ჰობერ ნილსენ (ნორვეგია)
გაფრთხილება: 25’ კრასტევი, 34’ რუსევი, 41’ ნაიდენოვი, 45’ გიული, 54’ ნაუმოვი, 60’ ამენიდო, 71’ იანევი, 87’ გეგერი, 90’ ბანსენი
გაძევება: 17’ ა. ჰრისტოვი
გოლები: 1:0 ამენიდო (10), 2:0 გიული (პენ) (19), 3:0 ფრიდე (პენ) (54)
ორი ტურის შემდეგ „ბ“ ჯგუფს ექვსი ქულით ინგლისის 19-წლამდე ნაკრები ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილზე 3-3 ქულით ჰოლანდია და გერმანია არიან. ბოლო, მეოთხე ადგილზე მყოფ ბულგარეთს კი ნული ქულა აქვს.
გთავაზობთ ევრო 2017-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩების განრიგს:
„ა“ ჯგუფი - 8 ივლისი
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 20:00
პორტუგალია - შვედეთი
თბილისი, „მიხეილ მესხი“, 20:00
ჩეხეთი - საქართველო
„ბ“ ჯგუფი - 9 ივლისი
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“, 20:00
ინგლისი - გერმანია
მატჩებზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში იყიდება.
გაუზიარე