13 ივნისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ისთვის მზადების პროცესში ბლაგოევგრადში ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.
გიორგი ყიფიანის გუნდი მე-16 წუთზე გიორგი კუციას გოლით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი, ქოჩორაშვილი (71’ ჩოგაძე), ლაკვეხელიანი
საქართველოში გასამართი 2017 წლის უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის პირველ შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
გაუზიარე