8 ივნისს, ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სოფიაში ბულგარეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ბულგარელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე კრისტიან პეშოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში ტრავმების გამო გია გეგუჩაძის გუნდს 12 ფეხბურთელი აკლდა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ბულგარეთი U21 1:0 საქართველო U21
ბულგარეთი U21: ვასილევი, კერჩევი, დიმიტროვი, ალეკსანდროვი (ატანასოვი), ვუტოვი (აიტოვი), იუსეინი, ტოდოროვი (პეშოვი), გროზდანოვი (ორაჩევი), ტაშევი, ივაილოვი (გეორგიევი), კოსტადინოვი
სათადარიგო შემადგენლობა: მიხაილოვი, პეტროვი
მთავარი მწვრთნელი: ანტონი ზდრავკოვი
საქართველო U21: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, კიკნაძე (ელოშვილი), ხარაიშვილი, მოხევიშვილი (იმნაძე), ბიძინაშვილი (გვარაძე), თევზაძე, შულაია
სათადარიგო შემადგენლობა: ქურდაძე, კულუა, გიორბელიძე, გიორგაძე, მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ართმელაძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: 33’, 84’ ჭიჭინაძე, 52’ ტოდოროვი, 58’ მოხევიშვილი, 64’ გროზდანოვი, 85’ აიტოვი
გაძევება: 84’ ჭიჭინაძე
გოლი: 1:0 პეშოვი (74)
გაუზიარე