28 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობას ლიგა 3-ის სამი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და ეროვნული ლიგის ოთხი კლუბი იღებდა.
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
შევარდენი 1906 - ტორპედო
ჩიხურა - დილა
იმერეთი - ნორჩი დინამო
რუსთავი - დინამო თბილისი
ნახევარფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდები, ტრადიციულად, ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.
გაუზიარე