სიახლეები

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსს და ნევისის ნაკრებს საქართველოში უმასპინძლებს. ფიფას რეიტინგის 73-ე ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს.

ამხანაგური მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს მოლდოვაში ჩაატარებენ. უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში გაივლის.