სიახლეები

საქართველო U19 1:0 რუსეთი U19

გაუზიარე

25 მარტს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2017-ი მზადების პროცესში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუსეთის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 28- წუთზე გავიდა. გაბრიელ საღრიშვილის ტექნიკური გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ  დარჩენილ რატი არდაზიშვილს გატანა აღარ გასჭირვებია. დარჩენილ დროში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური შეხვედრა 27 მარტს კვლავმიხეილ მესხისსათასარიგო მოედანზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველო
U19 1:0 რუსეთი U19

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო
U19: ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (81’ კახიძე), საღრიშვილი (61’ ჩოგაძე), არდაზიშვილი (61’ კვანტალიანი), კოხრეიძე (88’ ქავთარაძე), ჩაკვეტაძე (81’ ფოჩხუა), სამურკასოვი, კუცია, მალი (61’ ნინუა)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი
U19: ლომაევი (69’ ბოგატიევი), ლაპშოვი (69’ ევგენიევი), გოლუბევი, ბოროდინი, დ. უტკინი (69’ პოლიკოვი), იგნატიევი (60’ რუდენკო), გრულევი (60’ ციპჩენკო), გლუშენკოვი, ვებერი (46’ გორშკოვი), პოიატკოვი (46’ სულეიმანოვი), ს. უტკინი (84’ დ. უტკინი)

მთ. მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ლევან ვარამიშვილი, დავით ჩიგოგიძე, შოთა ქუხილავა

გაფრთხილება: 22’ გოლუბკოვი, 54’ ს. უტკინი, 59’ სამურკასოვი, 64’ გორშკოვი, 86’ პოლიკოვი, 89’ გიორგი კუცია, 90’ ბექა ქავთარაძე, 90’ ალექსანდრ რუდენკო

გოლი: 1:0 არდაზიშვილი (28)