სიახლეები

საქართველო U21 4:4 ისლანდია U21

გაუზიარე

25 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ 4:4 დასრულდა. 

ანგარიში მე-15 წუთზე რაგნარსონმა გაიხსნა, თუმცა ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა, მე-17 წუთზე შორეული დარტყმით ლუკა ზარანდიამ გაიტანა. სტუმრები მეორედ კვლავ რაგნარსონმა გაიყვანა წინ, შემტევმა დუბლი მე-20 წუთზე გაიფორმა. გია გეგუჩაძის გუნდმა გათანაბრება 29-ე წუთზე მოახერხა, მეტოქეს ირაკლი ბიძინაშვილმა გაუტანა. მეორე ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, მატჩის 51-ე და 68-ე წუთებზე სამსტედისა და ანდრესონის გოლებით ისლანდიამ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა ჩვენმა გუნდმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და მატჩის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრა. 87-ე წუთზე ლუკა იმნაძემ გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი, მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით გიორგი ზარიამ აიღო. 

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 მარტს გაიმართა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

საქართველო U21 4:4 ისლანდია U21 

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U21: კუპატაძე, ახალაძე (72’ ართმელაძე), მარგველაშვილი (72’ გიორგაძე), ჭიჭინაძე, ხარაიშვილი (68’ მაჭარაშვილი), ზარანდია (68’ კიკნაძე), ბერიძე (61’ მიქელთაძე), შულაია (72’ ჩაჩუა) , ბიძინაშვილი (61’ ალთუნაშვილი) , მამუჩაშვილი (61’ ზარია), ჭანტურია (61’ იმნაძე) 

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ისლანდია U21: ბლაენგსსონი, სამსტედი (66’ ჰ. ი. გუნარსონი), ჰ. ვ. გუდმუნდსონი (76’ სტეფანსონი), ანდერსონი (76’ ლეიფსონი), სიგურგეირსონი (76’ კონრადსონი), ეინარსონი (46’ მაგნუსსონი), ა. გუდმუნდსონი, ი. დ. ტორსტეინსონი (66’ ინგასონი), კრისტინსონი, იონასსონი (46’ გ. ს. გუნარსონი), რაგნარსონი (76’ ს. ტორსტეინსონი)

მთ. მწვრთნელი: ეიოლფურ სვერრისსონი

მსაჯები: ლაშა სილაგავა, ზაზა მენთეშაშვილი, ზაზა ფიფია, ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 22’ ანდერსონი, 75’ გ. ს. გუნარსონი, 83’ მაგნუსსონი

გოლები: 1:0 რაგნარსონი (15) 1:1 ზარანდია (17) 1:2 რაგნარსონი (20) 2:2 ბიძინაშვილი (29) 2:3 სამსტედი (51) 2:4 ანდერსონი (68) 3:4 იმნაძე (87) 4:4 ზარია (90)