სიახლეები

იორდანია - საქართველო 1:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ამჯერად იორდანიასთან გამოსცადა. იორდანია - საქართველოს დაპირისპირება 1:0 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში გამართავს. 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ჩვენი გუნდი სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 28 მარტსკი, ფიფას კალენდრით გათვალისწინებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლატვია იქნება. 

ვლადიმირ ვაისის კომენტარი: 

"ჩვენ დუბაიში ჩამოვედით იმისთვის, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი.ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა,რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა."          

იორდანია - საქართველო 1:0

დუბაი, "თეიაბ ავანა სთედიუმი"
 
იორდანია: შაფი, რავაშდე, ხატაბი, ზავაჰრე, დმერე, აბუამარა (რავაშდე 61), აბდულრაჰამანი, აიედი (აბუდები 89), ალტამარი (ტალი 69), ფაისალი (ალბავაბი 79), ალდარდური (სამირი 70)

სათადარიგო: იასინი, აბდულსატარი, ხერალაჰი, ზრეგატი, დალდომი, მორჯანი, მარდე, შელბაი, ჰადადი

მთ. მწვრთნელი: აბდულა ალმესფერი

საქართველო: მიგინეიშვილი, უ. ლობჟანიძე (კ) (გრიგალაშვილი 63), ტაბიძე, ხოჭოლავა, ს. ლობჟანიძე (ქიმაძე 79), დვალიშვილი, ზივზივაძე (არაბული 46), კიტეიშვილი ,ტუღუში (მამასახლისი 82), შერგელაშვილი (განუგრავა 88), შონია (ხარაიშვილი 85)

სათადარიგო: კვასხვაძე, გოშაძე, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: ხოჭოლავა (16), შონია (38) ალდმერე (77), ზავაჰრე (81), დვალიშვილი (83)

გოლი: ალდარდური (45)