სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში

ფუტსალი
გაუზიარე

23 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდსაკვალიფიკაციო ეტაპზე დასასწრები აკრედიტაციები დღევანდელ ვარჯიშზე გაიცემა. 

მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღება პირველი 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო