9 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-16 წუთზე სოსლან ძაგოევმა გახსნა. საბურთალოელებმა წონასწორობა 49-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გოლით აღადგინეს. 89-ე წუთზე კი, გიორგი ივანიაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ 19-წლამდე ლიგის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი თასითა და მედლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.

გაუზიარე