სიახლეები

საქართველო - სლოვაკეთი 3:2

ფუტსალი
გაუზიარე
7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთს ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობის წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე რონინიომ გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-9 წუთზე გოლი მარეკ პაშტერნაკმა გაიტანა. ჩვენმა გუნდმა მეორე შედეგიანი დარტყმა 24-ე წუთზე განახორციელა, მეტოქის კარი ლევან კობაიძემ აიღო. 36-ე წუთზე ტომაშ დრაჰოვსკიმ  გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი, ირაკლი თოდუამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 6 დეკემბერს, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებთა პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

2017 წლის იანვარში, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ა ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. მატჩები 24-27 იანვარს გაიმართება. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

საქართველო - სლოვაკეთი 3:2

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სლოვაკეთი:
ჰერკო, რიკი (კ), სმეჟიჩკა, კოზარი, დრაჰოვსკი

მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი

სათადარიგო:

საქართველო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი

სლოვაკეთი: ბრნდიარი, რაფაი,
ჰუდაცეკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა

მსაჯები:
არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)

გაფრთხილება: 12:12 დრაჰოვსკი, 21:40 ჭანუყვაძე, 25:50 დოშა, 29:21 რიკი, 36:14 პაშტერნაკი, 36:14 სებისკვერაძე

გოლები: 1:0 რონინიო (03:28), 1:1 პაშტერნაკი (08:15), 2:1 კობაიძე (23:33), 2:2 დრაჰოვსკი (35:03), 3:2 თოდუა (35:39)