სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამატჩო განაცხადი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე
მოლდოვასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. 

10 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ვარჯიშის დროს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა,რომ ფეხბურთელი მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვლადიმირ ვაისმა კი,რომელიც ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეებს სისტემატიურად იწვევს და ახალგაზრდულ ნაკრებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, 23-კაციან შემადგენლობაში დონეცკის „შახტარის“ 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე მიიწვია. შეგახსენებთ,რომ გიორგი არაბიძე ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და 19 წლამდე ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ორი მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ შეურთდა. 

მატჩისწინა ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. საქართველო-მოლდოვას მატჩი, „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დინამო არენასა და ფილარმონიის სალაროებში, ასევე www.tkt.ge/geovsmol მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=wCqMQQlSomw","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=YBp-IXwPWik","settings":{"responsive":1,"width":"913","height":"460","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}