სიახლეები

საქართველოს თასის ფინალისტები ცნობილია

გაუზიარე

2 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. 

კლუბის ისტორიაში მეშვიდედ ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში იასპარეზებს. 
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაძაბულ და ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-19 წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს: ვაჟა ტაბატაძემ შორეული და ძლიერი დარტყმით აიღო ნუკრი რევიშვილის კარი. დინამოელებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს და 30-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ეფექტური, მაკრატელა დარტყმით მოახერხა სტუმართა დამწუხრება. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ორივე გუნდის კართან შეიქმნა მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. კახა ჩხეტიანის გუნდმა დაწინაურება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა, გიორგი ქიმაძემ ალექსანდრე ამისულაშვილის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. გაშვებული გოლის შემდეგ დედალაქელებიც გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, 63-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ შეტევის მარცხენა ფლანგი გაარღვია და საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილ გრიგოლ დოლიძეს უპასა, გამოცდილმა ნახევარმცველმა ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს თასის ფინალში პირველად იასპარეზებს მარტვილის „მერანი." პირველლიგელმა „მერანმა“ უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის ლიდერს - საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. მარტვილელთა შემტევმა ზვიად ქანთარიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მასპინძლებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში მოახერხეს, 53-ე წუთზე 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად აკაკი წყაროზიამ შეასრულა. საბოლოო ანაგრიში კი, 90-ე წუთზე დაფიქსირდა, საჩხერელთა კარი ლევან წოწონავამ აიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო თბ - ტორპედო 2:3

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: რევიშვილი, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, ლოჩოშვილი (56’ მიქელთაძე), ველევი, პარუნაშვილი (56’ ზარია), ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (62’ კუჭუხიძე), დოლიძე (86’ ბენაშვილი), ტუღუში, ფალავანდიშვილი, კაპანაძე (90’ ნერგაძე)

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, დ. სანოძე, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 12’ უ. ლობჟანიძე (დინამო თბ), 45’ ფალავანდიშვილი (ტორპედო), 74’ კიტეიშვილი (დინამო თბ), 76’ ქიმაძე, 82’ ტაბატაძე (ორივე ტორპედო), 82’ ჭანტურიშვილი (დინამო თბ)

გაძევება: 80’ დვალიშვილი

გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (47), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)



მერანი - ჩიხურა 3:0

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“

მერანი: კუპატაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, გიორგაძე, წყაროზია, ტეიდი, შულაია (90’ ლუკავა), ქანთარია (89’ ანთია), ჯიქია (65’ წოწონავა)

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, თორნიკე გრიგლაშვილი (81’ კაკუბავა), გორგიაშვილი, განუგრავა, ლექვთაძე (56’ დეკანოიძე), გვალია (56’ კორიფაძე), ს. ლობჟანიძე, ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ი. კვირიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ბ. ნინუა

გაფრთხილება: 63’ ჯიქია (მერანი)

გოლები: 1:0 ქანთარია (35), 2:0 წყაროზია (პენ) (53), 3:0 წოწონავა (90)



ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fcmerani.ge