სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში ჩატარდება

გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს ამჯერად ზესტაფონი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ წამოწყების ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს, 2016 წლის 18 მაისს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა.

თასის გათამაშების ფინალი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს გაიმართება.