წვრთნის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს უეფას წარმომადგენლები შეხვდნენ და ტურნირისწინა ტრადიციული თეორიული კურსი გააცნეს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს 28 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

