26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 18-წლამდე ჭაბუკთა ლიგის ფინალი გაიმართა.
გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 4-1 დასრულდა. ჩემპიონები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზეიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.
ამავე დღეს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს „სამტრედია“ და თბილისის „ლოკომოტივი“ გაეჯიბრნენ. ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, პენალტებში კი, სამტრედიელებმა 4-3 იმარჯვეს.
სფფ-ის პრესსამსახური