სიახლეები

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ფინალშია

გაუზიარე
14 მაისს უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის მემორიალურ ტურნირზე საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა. გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 4-0 დაამარცხეს მეტოქე. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჯვაროსანთა მთავარი კონკურენტი, ჩეხეთი, ლატვიელებთან 0-2 დამარცხდა და შესაბამისად ფინალში ჩვენი გუნდი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლებით დარციმელია, ბაბუნაძე, დავითაშვილი და გაბუნია გამოირჩნენ.

გურამ ასპინძელაშვილმა მოლდოვასთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

მეგრელიშვილი, გაბედავა, ჯინჯოლავა, ქაფიანიძე (55’ ბასარია), ჯავახიშვილი, დავითაშვილი (60’ გაბიტაშვილი), ბაბუნაძე (60’ ხარაბაძე), გაბუნია, ივანიაძე (55’ კაკაურიძე), ლორთქიფანიძე (55’ მექვაბიშვილი), დარცმელია (69’ ლომიძე)  

ტურნირის ფინალი 15 მაისს გაიმართება და ქართველთა მეტოქე ისრაელის 16-წლამდე გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური