სიახლეები

საქართველომ ფრით დაიწყო

გაუზიარე
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა უკრაინაში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალურ ტურნირზე და ჩეხეთთან 0:0 ითამაშა.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაამთავრა - 69-ე წუთზე მსაჯმა გიორგი ჯინჯოლავა მოედნიდან გააძევა, თუმცა გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა დარჩენილ დროში კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 12 მაისს ლატვიასთან ჩაატარებს.
ჩეხებთან ასპინძელაშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დავითაშვილი (ჯავახიშვილი 60), ბაბუნაძე (კაკაურიძე 68), გაბუნია (გაბიტაშვილი 41), ივანიაძე (შუბითიძე 55), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (დარცმელია 60), კაპანაძე (ბასარია 68).
ტურნირის პირველი დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა: მოლდოვა - ლატვია 2:4; უკრაინა - ბულგარეთი 0:0; ისრაელი - სერბეთი 2:0.
სფფ-ს პრესსამსახური