26 აპრილს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გორში გაიმართა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ხაშურის „ივერია“ და თბილისის „35-ე სკოლა“ დაუპირისპირდნენ. თამაშის დაწყებამდე სტადიონზე გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მატჩი ხაშურელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
პირველი ტურში კიდევ ორი თამაში ჩატარდა. „ლანჩხუთმა“ ლაგოდეხის „ჰერეთს“ უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. ქუთაისის "მართვემ" "აჭარას" დიდი ანგარიშით 10:2 მოუგო.
გათამაშების მეორე ტურის მატჩები 4 მაისს გაიმართება. 2016 წლის ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. ჩემპიონი გუნდი კი 28 ოქტომბერს გამოვლინდება.
სფფ-ს პრესსამსახური