5 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომის დღის წესრიგი:
1. 2016 წლის 2 აპრილს, ქალაქ თბილისში, ს.კ. თბილისის „ლოკომოტივისა“ და ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ შორის ჩატარებული მატჩის მეორე ნახევრის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი.
2. 2016 წლის 2 აპრილის, ქალაქ სამტრედიაში, ს.კ. ლანჩხუთის „გურიასა“ და ს.კ. ზუგდიდის „ზუგდიდს“ შორის ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი.
3. 2016 წლის 2 აპრილს, ქობულეთში ს.კ. ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი.
კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და დაადგინეს:
1. ს.კ თერჯოლის „საპოვნელას“ გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სკანდირებას. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 113-ე მუხლის შესამაბისად, საფეხბურთ კლუბი თერჯოლის „საპოვნელას“ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
2. ს.კ ლანჩხუთის „გურიის“ გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებებს. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 55-ე და 118-ე მუხლებზე დაყრდნობით, საფეხბურთო კლუბის ლანჩხუთის „გურიას“ სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
3. ს.კ. „დინამო“ თბილისის გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას, ქონების დაზიანებას და მატჩის მსვლელობისას წარმოქმნილ უწესრიგობას. შესაბამისად, 2016 წლის 2 აპრილს, ქალაქ ქობულეთის სტადიონზე ჩატარებული მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. „დინამო“ თბილისს, 115-ე მე-2 ქვეპუნკტისა და 116-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით.
4. ს.კ ბათუმის „დინამომ“ ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და, შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 55-ე მუხლის საფუძველზე განესაღვროს ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
სფფ-ს პრესსამსახური
სფფ
გაუზიარე