სიახლეები

საქართველო U21 - სან მარინო U21 4:0 [ვიდეო]

გაუზიარე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში „მიხეილ მესხზე“ სან მარინოს 21-წლამდე გუნდს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.ასე დაიწყო მუშაობა გია გეგუჩაძემ, ვისთვისაც ეს შეხვედრა სადებიუტო იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.სტუმართა დამწუხრება გიორგი ხარაიშვილმა დაიწყო, რომელმაც მე-10 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა სანმარინოელთა კარში. 33-ე წუთზე კი ქართველთა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ თავისივე მოპოვებული პენალტით იხეირა.მეორე ტაიმის დასაწყისში კაჭარავამ დუბლის შესრულებაც შეძლო, წერტილი კი შეხვედრას შეცვლაზე შესულმა ლევან შენგელიამ დაუსვა - 81-ე წუთზე რომან ჭანტურიას პასით ისარგებლა და ანგარიში 4:0 გახადა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია (შენგელია 72), არაბული, კაჭარავა (ჭანტურია 66), თევზაძე, კიტეიშვილი (ფონიავა 80), ხარაიშვილი.ამ გამარჯვებით 7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 9 ქულა დაუგროვდა და მომდევნო ტურში 3 ივნისს შვედეთს ესტუმრება.

28 მარტს კი გია გეგუჩაძის გუნდი მორიგ მატჩს გამართავს - ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.



სფფ-ს პრესსამსახური