სიახლეები

შშმპ საქართველოს თასი გათამაშება

სფფ
გაუზიარე

თბილისში შშმპფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ექვი ქალაქის გუნდი მონაწილეობს. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის თბილისის, გორის, ბათუმის, ზესტაფონის, ქუთაისისა და ზუგდიდის გუნდები იბრძვიან. თასის გათამაშება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში იმართება. მატჩები 1დეკემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ტარდება. შეხვედრები 2 დეკემბერს, 11 საათზე დაიწყება. ფინალური თამაში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს 13 საათზე შედგება.

სფფ-ს პრესსამსახური