სიახლეები

გუნდები მეოთხედფინალისთვის დაწყვილდნენ

გაუზიარე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ : სამტრედია – სიონი ; ტორპედო – დინამო თბ ; ზუგდიდი – ვიტ–ჯორჯია ; ჩიხურა – შუქურა. პირველი მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება, განმეორებითი კი, 16 დეკემბერს.

სფფ–ის პრესსამსახური