საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს, ალბანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ალბანეთის ეროვნული ნაკრებისთვის ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა და გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. იტალიელი სპეციალისტის ჯანი დე ბიაზის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის “I” ჯგუფში 14 ქულით, მეორე ადგილი დაიკავა და ლიდერ პორტუგალიას შვიდი ქულით ჩამორჩა. ალბანელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიის, სერბეთისა და სომხეთს გუნდებს აჯობეს. ამ შედეგით ალბანეთმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ფიფას ოქტომბრის მონაცემებით ალბანეთი მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს. კახა ცხადაძის ნაკრები ალბანეთში ესტონეთთან 11 ნოემბერს დაგეგმილი მატჩის შემდეგ გაემგზავრება. ალბანეთისა და საქართველოს ბოლო ამხანაგური მატჩი ტირანაში 2013 წლის თებერვალში შედგა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო. გოლის ავტორები მათე ვაწაძე და უჩა ლობჟანიძე გახდნენ.
სფფ-ის პრესსამსახური
გაუზიარე