სიახლეები

უეფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები 41-ე ადგილზეა

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას რეიტინგში, სადღეისო მონაცემებით, 41-ე ადგილზეა. ეს არაა ფიფას რეიტინგი, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება. უეფა რეიტინგს ადგინს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე, ასევე 2014 წლის მუნდიალის შესარჩევზე და ფინალურ ტურნირზე, პლუს ევრო 2016-ის შესარჩევზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. 

სექტემბრამდე საქართველო 48-ე ადგილზე იყო, ახლა კი 41-ეზეა 17 786 ქულით. ქართველებმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვეს, რომელიც ერთი საფეხურით დაბლა, 42-ე პოზიციაზა. მათ გარდა, კახა ცხადაძის ნაკრები უსწრებს ლატვიას, კვიპროსს, მოლდოვას, მაკედონიას, ყაზახეთს, ლუქსემბურგს, ლიხტენშტაინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოსა და გიბრალტარს. 

ათეული ასეთია: 1. გერმანია, 2. ესპანეთი, 3. ინგლისი, 4. პორტუგალია, 5. ბელგია, 6. იტალია, 7. ჰოლანდია, 8. საფრანგეთი, 9. რუსეთი, 10. შვეიცარია. 

სწორედ უეფას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება კალათებში ბურთულები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრისას. 

ილია ნანობაშვილი