სიახლეები

ღირსეული მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან [ვიდეო]

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო შესარჩევის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ლაიფციგში გამართული მატჩი დაძაბული გადმოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. მარცხის მიუხედავად ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს. ანგარიში 50-ე წუთზე თომას მიულერმა გახსნა, გერმანელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა ნუკრი რევიშვილის კარის აღება. გაშვებულმა გოლმა კახა ცხადაძის შეგირდები არ დააბნია და ზუსტად სამ წუთში ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და გერმნალეთა კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. ამასობაში გერმანიის ნაკრებმა უპირატესობის დაბრუნება მოახერხა და 79-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა მაქს კრუზემ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ბუნდეს ნაკრებმა ევრო პირველობაზე თამაში გაინაღდა. 

გერმანია - საქართველო 1-2

გერმანია: 1. მანუელ ნოიერი (კ) ; 3.იონას ჰექტორი ; 5. მეთს ჰუმელსი ; 6. მატიას გინტერი ; 17. ჟერომ ბოატენგი ; 8. მესუთ ოზილი ; 9. ანდრე შურლე (76' მაქს კრუზე) ; 11. მარკო როისი (90' ქარიმ ბელარაბი) ; 18. ტონი კროოსი ; 21. ილქაი გუნდოგანი ; 13. თომას მიულერი 

მთ. მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

საქართველო: 12. ნუკრი რევიშვილი ; 2. უჩა ლობჟანიძე ; 3. საბა კვერკველია ; 4. გურამ კაშია ; 5. ალექსანდრე ამისულაშვილი ; 22. გიორგი ნავალოვსკი ; 7. ჯაბა კანკავა (კ) ; 8. ვალერი ყაზაიშვილი (90' ალექსანდრე კობახიძე); 10. თორნიკე ოქრიაშვილი ; 16. ნიკა კვეკვესკირი (78' ნიკა კვეკვესკირი) ; 9. ნიკოლოზ გელაშვილი (46' მათე ვაწაძე)

მთ.მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე

მსაჯები: 
პაველ კრალოვეცი, რომან სლიშკო, მარტინ ვილცჟეკი, პეტრ არდელეანუ (1 დამ. ასისტენტი), მიხალ პატაკი (2 დამ.ასისტენტი), ტომაშ მოკრუში (სათადარიგო) (ყველა ჩეხეთი)

გაფრთხილება: 33' გიორგი ნავალოვსკი ; 49' ნუკრი რევიშვილი ; 71' თორნიკე ოქრიაშვილი (სამივე საქართველო) ; 90' მეთს ჰუმელსი (გერმანია)

გოლები: 50' თომას მიულერი (პენ.) (გერმანია) ; 53' ჯაბა კანკავა (საქართველო) ; 79' მაქს კრუზე (გერმანია) 

 

სფფ-ის პრესსამსახური