საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ, "სამტრედიასთან" მოპოვებული გამარჯვების შედეგად, გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა.საქართველოს 2014/15 წლების 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებულების 4.4.1 პუნქტის თანახმად, გორული კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად გაჩემპიონდა.
"დილას" უახლოეს მდევართან, "დინამო" თბილისთან ექვსქულიანი სხვაობა აქვს და თუ დარჩენილ ორ ტურში თბილისელები მათ ქულებით გაუთანაბრდებიან, უპირატესობა "დილას" ენიჭება ურთიერთშეხვედრებში მიღწეული დადებითი ბალანსიდან გამომდინარე (სტუმრად გატანილი გოლი).
ვულოცავთ გორის "დილას", მთელ გორსა და კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს პირველ ჩემპიონობას! წელს, უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე - უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენს ქვეყანას გორელები წარადგენენ. კიდევ ერთხელ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ "დილას" თავისი ქალაქისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოსაჩენად.
პირველი არხის რეპორტაჟი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
გაუზიარე