სიახლეები

სამტრედიამ სანდოხაძე შეიმატა

გაუზიარე

სამტრედია გუშინ თურქეთში გაემგზავრა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. იმერლებს გაჰყვა გუნდის ახალწვეული, 21 წლის მცველი ნიკა სანდოხაძე, რომელიც ადრე სისტემატურად თამაშობდა ასაკობრივ ნაკრებებში. ბოლოს თბილისის ლოკომოტივი თამაშობდა, რომლის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. უთამაშია ქუთაისის ტორპედოშიც.

გეცოდინებათ, სამტრედიაში დიდი ცვლილებებია. წინა სეზონში გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ევროტურნირების მიღმა დარჩა. შედეგად, კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ და ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა. ახალ მწვრთნელად დაინიშნა გია ცეცაძე, რომელმაც, შეიძლება ითქვას, გუნდის დაკომპლექტება თავიდან დაიწყო და, როგორც ვთქვით, ბოლო ფეხბურთელი, რომლითაც გუნდი გაძლიერდა, ნიკა სანდოხაძეა, თუმცა სასალექციო სამუშაო კიდევ გაგრძელდება. სამტრედია თურქეთში ივლისის ბოლომდე დარჩება, იქ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, იქიდან დაბრუნებული კი მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპს შინ გაივლის.

პაატა ძნელაძე