სიახლეები

მამუკა კობახიძის მორდოვია გადაწყდა

გაუზიარე

მამუკა კობახიძე კარიერას სარანსკის მორდოვიაში გააგრძელებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ყაზანის რუბინში გახლდათ, თუმცა თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდა და კლუბმაც გადაწყვიტა, მორდოვიაში გაენათხოვრებინა. 

მორდოვიაში ერთი თვის წინ გადავიდა ნუკრი რევიშვილი, ასე რომ, ორი ქართველი იქნება სარანსკის გუნდში, რომელიც რუსულ პრემიერლიგაში მეცხრე ადგილზე გავიდა. 

ისე, მორდოვიამ ამხანაგური მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა და მარტო ის რად ღირს, რომ სერბეთის საუკეთესო გუნდებს, პარტიზანსა და ცრვენა ზვეზდას სძლია. 

ილია ნანობაშვილი