სიახლეები

ებრალიძე ჟილ ვისენტეში რჩება

გაუზიარე

ავთო ებრალიძე პორტუგალიურ ჟილ ვისენტეში დარჩება, სადაც ბოლო ორი სეზონი გაატარა და პირველში შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, მეორე სეზონში კი ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა. 23 წლის ქართველი შემტევი თემურ ქეცბაიამ რამდენიმე შეხვედრაში ათამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ბოლოს გიბრალტართან. 

ჟილ ვისენტე წლეულს გავარდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან და პორტუგალიური გამოცემა „რეკორდის“ ცნობით, ებრალიძეც პირველ ლიგაში ითამაშებს.